კომუნალური მეურნეობის სამსახურის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

0

შპს „კომუნალური მეურნეობის“ სამსახურის“ ხელმძღვანელობამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა  50 თანამშრომელს დამდეგი შობა-ახალი წელი  საახალწლო ნობათით მიულოცა.

გაიანე აბდალიანი, თანამშრომელი:

-მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი სამსხურის ხელმძღვანელობას იმ გულისხმიერებისთვის, რასაც ჩვენს მიმართ იჩენენ, ასევე   ვისარგებლებ შემთხვევით და დამდეგ 2018 წელს მივულოცავ ბოლნისს და ბოლნისელებს. ეს წელი ყველაზე  უკეთესი და ფეხბედნიერი ყოფილიყოს.

რეზო კიკოლიაშვილი: -შპს „კომუნალური მეურნეობის“ დასუფთავების უფროსი:

-დღეს შევხვდით ყველა ჩვენს თანამშრომელს, მივულოცეთ დამდეგი და გადავეცით საახალწლო საჩუქარი, რომელშიც იყო შოკოლადის ნაკრები, შესქელებული რძე, ზეთი, კარაქი, ბრინჯი, მაიონეზი და სხვა,  აქვე მინდა ვისარგებლო და ჩემს საყვარელ ბოლნისელებს და სრულიად საქართველოს მივულოცო დამდეგი შობა ახალი წელი. ეს წელი ბედნიერების, მშვიდობის, ხვავისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს თითოეული ჩვენგანის ოჯახებისთვის.


Share.

Leave A Reply