საახალწლო ღონისძიება პირველ საჯარო სკოლაში

0

წელიწადის ამ დროს, მაშინ როდესაც ახალი წლის დადგომამდე დღეებს ვითვლით, განწყობას კიდევ უფრო ამაღლებს ის კულტურული აქტივობები, რომელიც ამ დროს უფრო მეტად დატვირთულია.

,,თქვენ მოგიძღვნით ძვირფასებო ამ პატარა სიმღერას” -ამ სლოგანით ბოლნისის №1საჯარო სკოლაში მანანა შეყილაძემ სადამრიგებლო კლასში ღონისძიება გამართა, რომელიც ბებიებსა და ბაბუებს მიუძღვნა. როგორც თავად გვიყვება, ღონისძიებამ ტრადიციული სახე მიიღო, რადგან ის პირველად 25 წლის წინ ჩაატარა და მის მერე ყოველ გამოსაშვებ კლასთან ერთად ტრადიციად იქცა.

მოსწავლეებმა იქ დამსწრე საზოგადოებას, განსაკუთრებით ბებიებსა და ბაბუებს უმღერეს, უცეკვეს, უთხრეს რომ ისინი ძალიან უყვართ, უყვართ მათ მიერ მომზადებული კერძები, მათი ტკბილი მოფერება.გადასცეს საკუთარი ხელით მომზადებული სუვენირები ,,დათოვლილი ნაძვის ხეები” და თავიანთი წარმოდგენით დახატული ბებიების პორტრეტები.

ღონისძიებას განსაკუთრებული მხიარულება შესძინა რეტრო ნომერმა, ბებიებისა და ბაბუების ტანისამოსში  მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელებში, კოსტიუმებში, სათვალეებსა და მაკიაჟში გამოწყობილმა პატარებმა.

მოსწავლეებმა სტუმრები წარსულში ამოგზაურეს, დაუსვეს კითხვები მათი ბავშვობის შესახებ,რომლებსაც ისინი დაუზარებლად პასუხობდნენ. დასასრულს,  პატარებმა თოვლის ბაბუასგან  საჩუქრებიც მიიღეს,  ხოლო სტუმრებს ფინჯანი ჩაი ტორტთან ერთად მიართვეს.

,,პირველად ზეიმი 25 წლის წინ ჩავატარე. მას შემდეგ ეს ჩემთვის ტრადიციად იქცა და ყოველ  გამოშვებასთან ერთად ვაწყობთ. მინდა ჩვენმა პატარებმა გაითავისონ, რომ ბებიებისთვის და ბაბუებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების სითბო და თანადგომა. მათ სურთ დატკბნენ შვილიშვილების ცქერით და თავადაც გაიზიარონ. მინდა ბავშვებმა ისწავლონ მათი დაფასება, მოფერება და ცხოვრება გაულამაზონ თავიანთი სითბოთი, პატივი სცენ მათ ასაკს. გაუთბონ გულები თანადგომით.” 4 კლასის დამრიგებელი, მანანა შეყილაძე.

,, უდიდესი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ,  მანანა მასწავლებელმა  ტრადიციად დანერგა ასეთი საღამოები, იწვევს ბებია- ბაბუებს და არის ეს საღამო უტკბილესი,  ბებიებისთვის ეს დასამახსოვრებელი და უჩვეულო,  ღონისძიებებზე მოდიან დედიკოები და მამიკოები და ეს უჩვეულობაც თავისებურ ხიბლს სძენს საღამოს,   მოწვეულ სტუმრებში იყვნენ ბებიები და ბაბუები. ისინი ძალიან კმაყოფილები არიან  მანანა მასწავლებლით,  რომელმაც ასეთი ლამაზი და დასამახსოვრებელი საღამო აჩუქა მათ”. №1 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა წაქაძე

ნათელა მიქელაძე, ბებია:

,ძალიან გახარებულები ვართ,  დიდი მადლობა აღმზრდელს ასეთი ტკბილი, თბილი და კარგი განწყობისთვის, მადლობა იმისთვის, რომ მომავალ თაობებს უნერგავს უფროსი ადამიანების პატივისცემას. გილოცავთ დამდეგს და გისურვებთ ჯანმრთელობას”

როზა კიკვიძე

ქალბატონი მანანას ფანტაზიას საზღვრები არ აქვს, . ძალიან ლამაზი ღონისძიება გააკეთა რომ უფროსი თაობა  დავაფასოთ,  უზომოდ გახარებული ვარ,  სიტყვები არ მყოფნის ემოციების გამოსახატად. დიდი მადლობა ქალბატონ მანანას”

მაია შუკვანი,

ვულოცავ ჩვენ ბავშვებს დამდეგ ახალ 2018 წელს, ჯანმრთელობას , ბედნიერებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ, გაეხარებინოთ ჩვენი და მშობლების გულები, თავისი კარგი სწავლითა და წარმატებით. ძალიან დიდი მადლობა მანანა მასწავლებელს ასე ლამაზად ორგანიზებული საღამოსთვის, ჩვენი დაფასებისთვის, უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის რასაც ცვენი შვილებისთვის აკეთებს”

ნაირა გიუნაშვილი,

დიდი მადლობა მოწვევისთვის, არც ვფიქრობდი, თუ მე გორიდან ჩამოვიდოდი,  ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ლამაზი საღამო მოგვიძღვენით, გულით გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს”

მაყვალა ფოლადიშვილი

უღრმესი მადლობა მანანა მასწავლებელს, უღრმესი მადლობა მშობლებს.მათი  მხარდაჭერის გარეშე ეს ღონისძიება არ შედგებოდა, ყველას დიდი მადლობა, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმეტებებს” ლენა გოგოლაძე

ძაან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა ამ საღამოზე, ძალიან დიდი მადლობა დირექციას და პირველ რიგში მანანა მასავლებელს იმისთვის რომ ასეთი ლამაზი საღამო მოგვიძღვნა”


Share.

Leave A Reply