სიკეთე გადამდებია

0

სოფელ ბალიჭში გოჩა ჯიოევი და ნონა კოდელაშვილი ორ მცირეწლივან შვილთან ერთად უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, ოჯახი მესამე ბავშვს ელოდება, მაგრამ შვილების გამოსაკვებად ფაქტიურად არაფერი გააჩნიათ, რომ არაფერი ვთქვათ ჰიგიენისა და პირევლადი საჭიროების ნივთებზე. ბოლნისის #1 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა წაქაძე მანდატურებთან ერთად ესტუმრა ჯიოვების ოჯახს და წინასაახალწლოდ პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები ჩაუტანა. აღასანიშნავია,  რომ საქველმოქმედო აქციაში ჩართული იყო მთელი სკოლა,  როგორც პედაგოგები, ასევე  მანდატურები და თითოეული მოსწავლე,  რადგან სიკეთე გადამდებია. ,,ჯიოევების ოჯახზე რეპორტაჟიდან შევიტყვეთ, საკმაოდ მძიმე მისასმენი იყო ფაქტები,  რომ ჩვილ ბავშვს მხოლოდ ხახვი ჰქონდა საჭმელად.ამიტომ გადაწყვეტილება მთელმა სკოლამ ერთობლივად მივიღეთ,  შეგროვდა გარკვეული თანხა,  აქციაში ჩაერთვნენ მანდატურებიც და გადავწყვიტეთ წინასაახალწლოდ გაგვეხარებინა ეს ოჯახი. შეგროვილი თანხით შევიძინეთ ოჯახისათვის საჭირო ნივთები და ვესტუმრეთ,რითაც ძალიან გავახარეთ.ეს არაა ჩვენი სკოლისთვის პირველი საქველმოქმედო აქცია გასულ წლებშიც გვქონდა ,,წითელ ჯვართან’ ’ერთად ასეთი აქციები და მომავალშიც გაგრძელდება – აღნიშნა ბოლნისის -# 1საჯარო სკოლის დირქტორმა ირმა წაქაძემ.


Share.

Leave A Reply