ახალი პროექტი ,,გერმანულ-ქართული განათლებისა და კულტურის ცენტრი ბოლნისში“

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის თავმჯდომარესა და წევრებს უმასპინძლა. ოლივერ რაისნერმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს ახალი პროექტი ,,გერმანულ-ქართული განათლებისა და კულტურის ცენტრი ბოლნისში“ წარუდგინა და პროექტის განხორციელებისას მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.
პროექტი ორიენტირებული იქნება ადგილობრივი რესურსების, არქიტექტურისა და ქალაქ ბოლნისის პოტენციალის გამოყენებაზე. ბოლნისის უნიკალური ისტორიული არქიტექტურა და ქალაქგეგმარება პოტენციალს წარმოადგენს ასევე საჯარო სივრცეებში სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობისათვის.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, წარმოდგენილი შეთავაზება მოიწონა და სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის წარმომადგენლებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.


Share.

Leave A Reply