ადგილობრივი ხელისუფლება 188 ოჯახს საშეშე მერქნით დაეხმარება

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გრძელდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარების გაწევა. ზამთრის დადგომასთან ერთად,  დღის წესრიგში  ბენეფიციარების შეშით უზრუნველყოფის საკითხი დადგა.  მანანა ამირანაშვილი ერთ-ერთია, რომელსაც სიცივეში ყოფნა აღარ მოუწევს,  მას ადგილობრივმა  ხელისუფლებამ  ორკუბნახევარი მუხის საშეშე მერქანი სახლში მიუტანა.  დღეს მასთან ერთად  შეშა ექვსმა ოჯახმა მიიღო, სოციალურად დაუცველთა დახმარება მათი განცხადების საფუძველზე მოხდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში  აღნიშნული პროგრამა მესამე წელია ხორციელდება და წელსაც 188 ოჯახი დაკმაყოფილდება.


Share.

Leave A Reply