ბოლნისში ძლიერი ქარის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი დაუზიანდა. გარდა ამისა, ქალაქ ბოლნისში, იყალთოს ქუჩაზე, ძლიერი ქარის შედეგად ორი ნაძვის ხე გადატყდა. ადგილზე დილიდან მუშაობდა გამწვანების სამსახური, ნაძვის ხეები მოიჭრა და გადაეცემა სოციალურად დაუცველ ოჯახს. ასევე დაბა კაზრეთში, პოლიციის კაზრეთის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანდა ბუნებრივი აირის მილსადენი, რომელიც ამ დროისთვის აღდგენილია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია 2017-2018 წლებში სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანებისას მიყენებული ზიანის დადგენის მიზნით სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის წევრები მთელ მუნიციპალიტეტში ახდენენ შემოვლებს და ვითარების აღწერას. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, მოხდება ყველა შესული განცხადების განხილვა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების მიღებისა და გაცემის წესის შესაბამისად, დაზარალებულ ოჯახებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაეწევათ დახმარება.


Share.

Leave A Reply