დავით შერაზადიშვილი სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებას დაესწრო

0

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო.
მიღებას, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა, ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა და დამსწრეებს ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლოს – სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა.
სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სახელმწიფო სიმბოლოების აღდგენაზე მუშაობა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დაიწყო და დიდი სამუშაო იქნა გაწეული იმისთვის, რომ დადგენილიყო, თუ როგორი დროშა ჰქონდა ქართულ სახელმწიფოს ისტორიული დროიდან. ირაკლი კობახიძემ ამ საქმეში შეტანილი საკვანძო წვლილისთვის ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს, ელდარ შენგელაიას მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებაზე გამოფენილი იქნა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ წარმოდგენილი 67 მუნიციპალიტეტის გერბებისა და დროშების ნიმუშები, აგრეთვე შუა საუკუნეების (XIV–XVI სს) პორტოლანები – საზღვაო რუკები, რომლებზედაც საქართველო გამოსახულია ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით.


Share.

Leave A Reply