RMG დაბა კაზრეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ზამთარში შეშით უზრუნველყოფს

0

კომპანია RMG  სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ზამთარში შეშით უზრუნველყოფს.

შპს RMG Goldის მიერ ელექტრონული აუქციონის მეშვეობით შეძენილი ჯაგრცხილის ჯიშის 250 მ3  ხე-ტყე დაბა კაზრეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 120 სოციალურად დაუცველ ოჯახს საჩუქრად გადაეცათ.

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ზამთრის მარაგი შეშა RMG-ის კორპორაციული დირექტორის მოადგილემ ამირან ქართველიშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ  ბუბა გობეჯიშვილმა გადასცეს.

ამირან ქართველიშვილი    არემჯის კორრპორაციული დირექტორის მოადგილე

„,,არემჯი’’ არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის საწარმო, ზამთრის სეზონის მოახლოებასთნ დაკავშირებით  ჩვენ 120 ოჯახს ელექტრონული აუქციონის გზით ეროვნული სატყეო სააგენტოსგან შევუძინეთ ხე-ტყე გადავეცით საჩუქრად. კომპანია სოციალური პროგრამის ფარგლებში  აქტიურადა არის ჩართული  ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებაში.“

ბუბა გობეჯიშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე

„ძალიან მისასალმებელია კომპანიის მხრიდან ასეთი აქტივობა, რაც გულისხმობს 120 სოციალურად დაუცველი ოჯახების საშეშე მერქნით უზრუნველყოფას. „არემჯი“ სისტემატიურად ერთვება მსგავს აქტივობებში, რისთვისაც მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტის სახელით.“


Share.

Leave A Reply