ბოლნისში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი იმყოფებოდა

0

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, ბოლნისის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში შეხვდა. შეხვედრის მიზანი იმ ტრაგიკული დღის გახსენება იყო, რომელიც 28 წლის წინ 1990 წლის 20 იანვარს მოხდა.

ელჩმა გაიხსენა ის ტრაგიკული დღე, აღნიშნა, რომ საქართველომაც და აზერბაიჯანმაც დამოუკიდებლობა სისხლით მოიპოვა და ორ ერს შორის მეგობრობაზე ისაუბრა. კედელზე გააკრეს 20 იანვრის ტრაგედიის აღმნიშვნელი ფოტოსურათები, ასევე ეკრანზე აჩვენეს დოკუმენტური ფილმი შავი იანვრის დღის ამსახველი კადრებით.

ბაქოში საბჭოთა ჯარმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რათა ოპოზიციის მიერ წამოწყებული ამბოხება ჩაეხშო და რესპუბლიკაში მოსკოვის ხელისუფლების კონტროლი აღედგინა. 28 წლის წინ განხორციელებული ტერორისტული აქტი ისტორიაში „შავი იანვრის“ სახელითაა შეტანილი, ამ დღეს 130 ადამიანი დაიღუპა.


Share.

Leave A Reply