ბოლნისს იტალიელი მეღვინეები ესტუმრებიან

0

ტურისტული სააგენტოს “Reach Point Georgia”- ს მმართველი პარტნიორი და წარმომადგენელი რუსეთში ნატალია სოროკინა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს შეხვდა. დავით შერაზადიშვილს, სააგენტოს წარმომადგენელმა, სამომავლო გეგმები გააცნო, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. 5 თებერვალს სააგენტო იტალიიდან 18 კაციან მეღვინეთა ჯგუფს ელოდება, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩამოიყვანს და 4 საოჯახო მარანს გააცნობს, რომლებიც ქვევრის ღვინოს აწარმოებენ.
როგორც ნატალია სოროკინა ამბობს, ბოლნისის მუნიციპალიტეტს, საკმაოდ დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, მათ შორის ღვინის ტურიზმის განვითარების კუთხით.
დღეის მდგომარეობით ბოლნისში 20 საოჯახო მარანია წარმოდგენილი, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ 35 ათასი ბოთლი ქვევრის ღვინო აწარმოონ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა მზადყოფნა გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ ტურში, პირადად უმასპინძლოს იტალიელ მეღვინეებს და გააცნოს ქართული ტრადიციული წესით წარმოებული ბოლნისური ღვინოები.


Share.

Leave A Reply