ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა 2017 წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები შეაჯამა

0

ზედამხედველობის სამსახური მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებს უკანონო მშენებლობების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენას, მოქალაქეთა მხრიდან შემოსული განცხადებების განხილვას და მათზე შესაბამისად რეაგირებს. ადმინისტრაციული ერთეულები დაყოფილია ხუთ საკონტაქტო ზონად, თანამშრომლებს ევალებათ აღნიშნულ ტერიტორიებზე სამართალდარღვევის ფაქტების აღმოჩენა მათზე რეაგირების მიზნით. 2017 წლის 1 იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით სამსახურს შესასრულებლად დაეწერა 228 განცხადება, საიდანაც 226 იქნა შესწავლილი და გაეცა შესაბამისი პასუხი, ორი განცხადება შესწავლის პროცესშია. შემოვლების შედეგად სამშენებლო საქმიანობაზე დარღვევის 37 ფაქტია, დაჯარიმდა 8 ობიექტის მეპატრონე, რომლის შედეგად ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ 1600 ლარი შეადგინა, როგორც სამსახურის უფროსი აღნიშნავს ამ ეტაპზე ობიექტების უმრავლესობაზე დარღვევები გამოსწორებულია. „ამ პერიოდის განმავლობაში მშენებლობა დამთავრებული ობიექტების ვარგისად აღიარებისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით მოგვმართა 9 სამშენებლო ობიექტის მეპატრონემ, ყველა ობიექტი მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში. სამომავლო გეგმის თანახმად, გავამკაცრეთ კონტროლი მუნიციპალიტეტის  ცალკეულ ტერიტორიაზე არსებულ ანტისანიტარიაზე, სკვერებში და ბულვარებში პირუტყვის უმეთვალყურეოდ ყოფნაზე, ქალაქის იერსახის დამახინჯებასა და სარეკლამო აბრების განთავსებაზე, რის შესრულებაშიც ხელი შეგვიწყო ვიდეო თვალის შეძენამ“. -აღნიშნა სამსახურის უფროსმა მერაბ ხაჭიპერაძემ.

საკრებულოს №34 დადგენილებით, სამსახურის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ნარჩენების მართვის კუთხით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და დარღვევების მიმართ კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გატარება წარმოადგენს. გარემოს დანაგვიანების ფაქტზე 81 გაფრთხილება გაიცა, გამოვლინდა ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენით გარემოს დანაგვიანების 8 ფაქტი და 120 ლარით დაჯარიმდა 4 პირი, 150 ლარით სამი, ხოლო 200 ლარით დაჯარიმდა 1 მოქალაქე. ჯარიმამ ჯამში 1130 ლარი შეადგინა. ადმინისტრაციული ზედამხედველობის კუთხით მთელი წლის განმავლობაში პირუტყვის უმეთვალყურეოდ ყოფნასთან დაკავშირებით გაფრთხილება მიეცა 48 მოქალაქეს, საქონლის 2 მეპატრონე 50 ლარით დაჯარიმდა. გაფრთხილება გაიცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უკანონოდ დაკავების 12 ფაქტზე.

„ჩვენი მიზანია აღმოვფხვრათ ქალაქის ქუჩებში არსებული გარე ვაჭრობის ფაქტები, თუმცა სამსახურს არ აქვს საჯარიმო სანქციების გატარების უფლება, შესაბამისი ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში  წერილობით ვაცნობებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისის რაიონულ სამმართველოსა და საპატრულო პოლიციას. ჩვენ მიერ გარე ვაჭრობის აკრძალვის ფაქტზე გაიცა 14 გაფრთხილება“.

ზედამხედველობის სამსახური სისტემატურად მონაწილეობს გამწვანებისა და დასუფთავების აქციებში,  ორი თანამშრომელი ხე-მცენარეების მდგომარეობის შემსწავლელ ჯგუფთან ერთად მუშაობს, რომლებმაც ამ პერიოდში შეისწავლეს 39 განცხადება, საიდანაც 24-ზე მიღებულია დადებითი და 15-ზე უარყოფითი გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფის წევრებთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან ერთად, მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ფართობის ოდენობის დაზუსტების, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მოსახლეობის მიერ  უნებართვოდ დაკავებისა და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის ფაქტების გამოვლენის, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელთა რეალური ოდენობის დადგენის მიზნით.


Share.

Leave A Reply