RMG-ის სტიპენდია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

0

კომპანია RMG საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან 2017 წლის დეკემბერში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 11 წარმატებულ სტიპენდიანტს გამოავლენს, რომლებიც კომპანიისაგან 1 წლის განმავლობაში „RMG-ის სტიპენდიას“ მიიღებენ.

სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსში დაგეგმილ შეხვედრაზე RMG-ის წარმოების, კორპორაციული და გარემოს დაცვის დირექტორები პირადად გაესაუბრნენ სამთო-გეოლოგიური და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის 50-ზე მეტ სტუდენტს და მათგან საუკეთესოების შერჩევაში მიიღეს მონაწილეობა.

1 წლიანი სტიპენდიის გარდა, RMG-ის სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი პროფილის სტუდენტებს 2018 წლის განმავლობაში საშუალება ექნებათ საწარმოო პრაქტიკა   გაიარონ კომპანიის კუთვნილ ობიექტებსა და საწარმოებში.

RMG-ის 11 სტიპენდიანტს, რომლებიც 2018 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ ფულად მხარდაჭერას, კომპანიის წარმომადგენლებისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისაგან დაკომპლექტებული კომისია უახლოეს დღეებში გამოავლენს.


Share.

Leave A Reply