სოფელ არქევანის მოსახლეობამ გოგი მეშველიანს მადლობა გადაუხადა

0

სოფელ არქევანის მოსახლეობა ბოლნისის მაჟორიტარის ბიუროს ესტუმრა და საქართველოს პარლამენტის წევრს გოგი მეშველიანს, გაწეული საქმიანობისთვის, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოფლის პრობლემების მოგვარებაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენს მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის, ყოველთვის ცდილობთ ჩვენი გასაჭირი გულთან მიიტანოთ და აღმოგვიჩინოთ დახმარება,თქვენ ჩვენი ნდობა გაამართლეთ.“ – აღნიშნა სოფლის მკვიდრმა შირხან ალმამედოვმა.

„სასიამოვნოა, როცა ნდობას გიცხადებენ, შენი სჯერათ, რომ დაეხმარები, მოსახლეობის მხრიდან შენი ასეთი დაფასება ერთგვარი სტიმულიცაა, შესაძლებლობების ფარგლებში მეტი და მეტი გააკეთო.“ -განაცხადა გოგი მეშველიანმა.


Share.

Leave A Reply