ბოლნისს ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი სტუმრობდა

0

2017 წელი, საქართველოს მსოფლიო აღიარება და ღვინის სამშობლოდ გამოცხადება. ექვსი ათასი წელი ჩვენს წელთარიცხვამდე, ტრადიცია ოთხმოცსაუკუნოვანი დაძველებით და ამბად ქცეული რეალობა, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა. უკვე რვა ათასი წლია, ადრეული ნეოლითის ხანიდან დღემდე, საქართველოში ქვევრებს ღვინით ავსებენ, საქართველო ღვინის სამშობლოა , რასაც მისი მრავალფეროვანი ლანდშაფტი განაპირობებს, ღვინის ტენუარებად ქცეულ რეგიონთა სიაში ბოლნისიც მოიაზრება, 400 წლოვანი ტრადიცია გრძელდება და დღეს ბოლნისი ოცამდე ოჯახური ტიპის მარანს ითვლის, სადაც რამდენიმე სახეობის ღვინო მზადდება. ბოლნისს ღვინის ამერიკელი სპეციალისტი ლიზა გრანიკი სტუმრობდა, რომელმაც ბოლნისური მარნები მოინახულა და ღვინო შეაფასა. ლიზა გრანიკის თქმი, ბოლნისი განსაკუთრებული რეგიონია და მისი ღვინო მსოფლიოსთვის მალე ცნობილი გახდება, რაც მისივე წიგნში შევა, რომელიც დღის სინათლეს ორი წლის შემდეგ იხილავს. წიგნში ასახული იქნება საქართველო როგორც ღვინის სამშობლო და ის უძველესი და თანამედროვე ტექნოლოგიები, რასაც ლიზა საქართველოს რეგიონებში ეცნობა. სტუმარმა ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ახლადაშენებული სამონასტრო კომპლექსიც დაათვალიერა.


Share.

Leave A Reply