სოფელ ბალიჭში საცხოვრებელი სახლი იწვის

0

სოფელ ბალიჭში საცხოვრებელი სახლი იწვის. ცეცხლი კერძო სახლის ორივე სართულს უკიდია და მეხანძრე-მაშველები მის ჩაქრობას ცდილობენ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, საცხოვრებელი სახლი დაკეტილი იყო და მასში არავინ ცხოვრობდა. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მუნიციპალიტეტი დახმარებას გაუწევს.


Share.

Leave A Reply