ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მუნიციპალიტეტის მერია დახმარებას გაუწევს

0

2 თებერვალს სოფელ ბალიჭში, კახაბერ ვარსიმაშვილის საცხოვრებელი სახლი გაჩენილი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი შემთხვევის ადგილზე მივიდა, მდგომარეობას გაეცნო და ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს დახმარება აღუთქვა. ვარსიმაშვილების ოჯახი მუნიციპალიტეტისგან ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებს. ხანძრის სავარაუდო გამომწვევ მიზეზად, ელექტროსადენების გაუმართაობა სახელდება.


Share.

Leave A Reply