ბოლნისის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის საპილოტე პროექტი განხორციელდება

0

დღეს, სასტუმრო ,,ბეტსი”-ში პროექტის “ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება” პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის “მერები ეკონიმიკური ზრდისთვის” საპილოტე პროექტის ფარგლებში.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა ბოლნისის მუნიციპალიტეტი მერი დავით შერაზადიშვილი, რომელმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტების მართვის განყოფილების უფროსმა, მერი ამბრამიშვილმა კი საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა.

პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ საერთო ბიუჯეტი არის 380 000 ევრო, აქედან ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონტრიბუცია შეადგენს 60 000 ევროს. პროექტი განხორციელდება 3 წლის განმავლობაში (2018-2021 წწ).
პროექტის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბიზნესის განვითარება და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების სტიმულირება, მყარ ინფრასტრუქტურასა და მეწარმეთა ბიზნეს ადმინისტრირების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში თანხების ინვესტირებით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგროცენტრის მოწყობა, ღვინის ჩამოსასხმელი ხაზის, ყველისა და ბოლსტნეულის შესაფუთი დანადგარების შეძენა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტთან ერთად, ევროკავშირის საპილოტე პროექტი თბილისისა და გორის მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება.
დღევანდელ ღონისძიებას ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოში, გრანტის მიმღები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


Share.

Leave A Reply