გოგი მეშველიანმა მეუფე ეფრემს ანგელოზის დღე მიულოცა

0

“დღეს, მართლმადიდებლური სამყარო ეფრემ ასურის ხსენების დღეს, ხოლო ბოლნისის ეპარქია მეუფე ეფრემის ანგელოზის დღეს აღნიშნავს. მინდა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მივულოცო ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემს ეს თარიღი და ქედი მოვიხარო მისი მაღალუსამღვდელოესობის იმ ფასდაუდებელი , თავდადებული მოღვაწეობისთვის, რომელიც მან ჩვენი ეპარქიისთვის თერთმეტი წლის განმავლობაში გასწია. მისი ლოცვითა და დაუღალავი შრომით ბოლნისის ეპარქიაში გაძლიერდა სამონასტრო ცხოვრება, აღდგა და აიგო ეკლესია – მონასტრები. დიდი ბედნიერებაა გყვდეს ასეთი სულიერი წინამძღოლი. ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და კიდევ დიდხანს მოღვაწეობას ჩვენს საკეთილდღეოდ. ყველას გილოცავთ წმინდა მამის ხსენების დღეს, რომელიც სინანულის მამად არის წოდებული.”-განაცხადა გოგი მეშველიანმა.


Share.

Leave A Reply