ბოლნისის ეპარქია ეფრემ ასურის ხსენების დღეს ზეიმობს

0

ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით, დღეს სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ლოცვა აღევლინა. მეუფეს ანგელოზის ხსენების დღე სხვადასხვა ეპარქიის ეპისკოპოსებმა, სასულიერო პირება, მრევლმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მიულოცა. საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ მეუფეებმა იქადაგეს, ეფრემ ასურის ხსენების დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მრევლი დალოცეს.
,, რომ არა ჩვენი ძვირფასი მეუფეები, მამები, დედები თითოეული თქვენგანის აქ მობრძანება ამ დღესასწაულს ასეთი საზეიმო ელფერი არ ექნებოდა“, აღნიშნა მეუფე ეფრემმა და სტუმრებს მადლობა გადაუხადა.
ღირსი ეფრემ ასური სინანულის მოძღვარია. იგი IV საუკუნის დასაწყისში მესოპოტამიაში ქალაქ ნაზიბიაში დაიბადა. წმინდა მამა სიმდაბლით გამოირჩეოდა. იგი ერიდებოდა ყოველგვარ პატივს. სულიერი რჩევა-დარიგების მსურველები მისკენ ყოველმხრივ მიისწრაფოდნენ. წმინდა წიგნის თანახმად ეფრემ ასურის ქადაგებას განსაკუთრებული ზემოქმედება ჰქონდა. მას ეკუთვნის მრავალი ლოცვა და საგალობელი.


Share.

Leave A Reply