ბოლნისში ბიოლოგიური სასუქის მოპოვება დაიწყეს

0

ფერმენტატორი1არასამთავრობო ორგანიზაცია CEEN-ის წარმომადგენლებმა ბოლნისში, გეოლოგების დასახლებაში მოწყობილი ბიოჰომუსის მცირე საწარმო მოინახულეს, სადაც მიმდინარეობს სადედე გუნდში კალიფორნიული ჭიების გამოყვანა, რომელიც შემდეგ სპეციალურ დანადგარ ფერმენტატორში თავსდება, სადაც მიმდინარეობს ორგანული სასუქის გამოყვანა. სასუქს  პირველ ეტაპზე პროექტის წევრები საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთში გამოცდიან. ბიოლოგიური სასუქი ასუფთავებს მიწას მძიმე ლითონებისგან და ანაყოფიერებს ნიადაგს. პროექტი მესამე წელია ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება ამიერკავკასიის სამ რეგიონში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. საპილოტე პროგრამა განხორციელდა. ნიადაგის დეგრადაციის შემცირება მხოლოდ საქართველოში ხორციელდება.

„კალიფორნიული ჭიების გამოყვანა ერთი წლის წინ დავიწყეთ, პროექტი Mercy Corps-ის მხარდაჭერით ხორციელდება, ვინაიდან ჩვენს მუნიციპალიტეტში ნიადაგი დაბინძურებული და გამოფიტულია, მოსახლეობას ჰექტარ მიწაზე პერიოდულად ერთი ტონა სასუქის შეტანა უწევს, ამიტომ გადავწყვიტეთ კალიფორნიული ჭიების გამოყვანით მიგვეღო ორგანული სასუქი, რომელიც აპრობირებულ ნაკვეთებში გამოვცადეთ, გაიარა ლაბორატორიული შემოწმება. ველოდებით სერთიფიკატის აღებას, რომ მოხდეს  სასუქის დაფასოება და გაყიდვა. შევხვდებით ფერმერებს, მივაწვდით ინფორმაციას ორგანულ სასუქზე. მომავალში ვგეგმავთ საწარმოს გაფართოებას.” _აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია CEEN-ის ბოლნისის კოორდინატორმა გია დემურაშვილმა.

ფერმენტატორი2 ფერმენტატორი3


Share.

Comments are closed.