„ასეთი ყოფილა ღმერთის სურვილი” – ანა გასვიანის ბლოგი

0

10945592_760591670685926_8476159770679746648_nარ გსმენიათ დამშეული დედის?, რომელიც პურის ნამცეცებსაც საკუთარი შვილებისთვის ინახავს და თავისთვის ვერც კი იმეტებს, რომელიც ყველასგან თვალმოფარებული იმ თითებს ლოკავს, რათა დანაყრდეს, რითაც ეს პური დატეხა, ეს ნამცეცები შეაგროვა. დედა, შვილების ყურებით გული, რომ უკვდება.

ღამით, არ გსმენიათ?! მამის სულის შემძვრელი ქვითინი, რაც შვილმოკლული დედის ტირილზე შემზარავია. მამა, რომელიც ყოველ ღამით საკუთარი თავის სიძულვილით თვალებს ინამავს. ის უძლურია, გადაარჩინოს მშიერი ოჯახი, რომ შეეძლოს საკუთარი ხორცით და სისხლით დააპურებდა მათ, ისევე, როგორც ჯვარცმულმა ქრისტემ ჩვენ, ადამიანები დაგვაპურა. პატარები არიან მათი შვილები. ვერ ხვდებიან იმ ტანჯვას, რასაც მათი მშობლები განიცდიან. მათ მხოლოდ, შიმშილით ამწვარი კუჭის ტკივილი ატირებთ. სწყურიათ საჭმელი, წყურვილს კი თავლებიდან წამოსული მდუღარე ცრემლებით იკლავენ. გაბატონდა მათზე შიმშილი. არ ინდობს, სისხლს სწოვს, თვალებში ცრემლსაც კი უშრობს. მაგრამ, რწმენა ღმერთის და იმედი ბერების ჯერ ისევ შერჩათ. მათ უყურებენ იმედის თავლით, ლოცვით ნაყრდებიან დილით და ღამით. სიკვდილთან შესახვედრად მისულნი ბოლო წუთამდე იმედით ცხოვრობენ და სიცოცხლეს წრმენით ამთავრებენ, იმის რწმენით, რომ მათი ცხოვრება ისეთი იყო, როგორც ღმერთს სურდა. სიმართლეს ვერ გაიგებენ, იმ სიმართლეს, რომ ღმერთს არ უნდოდა მათი ტანჯვა-წამება და ნაადრევი შიმშილით სიკვდილი. ეს მხოლოდ ხლხის სურვილი იყო, იმ ხალხის, რომლებიც მათზე ბატონობენ, და კიდევ იმათი, ღმერთის სიტყვით მათ ფიქრებს, რწმენას და ცხოვრებას, რომ განკარგავენ, ღმერთი სუფთაა მიწიერი ცოდვებისგან. ის თავისუფლებას გვანიჭებს ადამიანებს, სიკეთეც და სიბოროტეც ეს ჩვენი არჩევანია.

მოკვდა ოჯახი! მოკვდნენ რწმენით: „ასეთი ყოფილა ღმერთის სურვილი”


Share.

Comments are closed.