მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები გრაფიკის მიხედვით ტარდება

0

DSC_4839აკაურთის თემის ოთხი სოფლის პარალელურად დღეს კრების ოქმები მუნიციპალიტეტის კიდევ ოთხ სოფელში შედგა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლონგინოზ გასანოვი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ნუკრი ანდრიაძე და საკრებულოს რამდენიმე დეპუტატი სოფლებს: მუხრანას, ბალახაურს, ხიდისყურსა და ნახიდურს ესტუმრნენ და ადგილობრივებს სოფლისათვის პრიორიტეტების განსაზღვრა თავად სთხოვეს.
პირველი სოფელი სადაც დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მივიდნენ სოფელი მუხრანა იყო. სოფლისათვის წელს 19 ათასი ლარია გამოყოფილი. სოფელს ძირითადად სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, რიგ უბნებში წყალი საერთოდ არ მოდის, თუმცა წყლის გადასახადს მაინც იხდიან. მსჯელობის შედეგად გადაწყდა ,რომ სოფელში წყლის პრობლემის მოგვარება დაიწყოს. გასულ წელს მუხრანაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ორი რეზერვუარი დამონტაჟდა, თუმცა სასმელი წყალი მაინც არასაკმარისია.
გარდა ამისა, სოფელი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე საგზაო ნიშნების დამონაჟებასაც ითხოვს.
სასმელი წყლის პრობლემა აქვს სოფელ ბალახაურსაც. სოფელი, სადაც 263 კომლი ცხოვრობს, 11 საუბნო ონკანით სარგებლობს. მაცხოვრებელტა განცახებით ონკანები არასაკმარისია და წელს სოფლისთვის გამოყოფილი 14 ათასი ლარით ადგილობრივები სწორედ ამ საკითხის მოგვარებას ითხოვენ.
შეხვედრაზე სოფელ ბალახაურის მისიონერი მასწავლებელი მედეა ჩალაურიც მივიდა, რომელიც აზერბაიჯანელებს ქართულ ენას პროგრამის ,,ქართული ენა-მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში ასწავლის. იგი აზერბაიჯანულ ოჯახში ცხოვრობს და აცხადებს, რომ სასმელი წყალი დასალევად არასაიმედოა და მის ლაბორატორიულ გამოკვლევას ითხოვს.
ადგილობრივი თვითმმართველობის წამომადგენლები სოფელ ბალახაურის სკოლის პედაგოგებმა ფინჯაინ ჩაიზე მიიწვიეს და საკუთარი პრობლემებიც გააცნეს. სკოლის ერთი ფლიგელი აუთვისებელია. სოფელ ბალახაურის მაცხოვრებლებმა სტუმრებს დღეს სკოლის ამ ნაწილში საბავშვო ბაღის სექტორის გახსნაც სთხოვეს. მათი განცხადებით, სოფლეში საკმარისი კონტინგენტია და საბავშვო ბაღში მიმდებარე სოფლების აღსაზრდელებიც ივლიან.


Share.

Leave A Reply