„მე მიყვარს ჩემი მუნიციპალიტეტი”

0

სოციალური ქსელი

11088552_810018462411468_2256453825577749111_n„მე მიყვარს ჩემი მუნიციპალიტეტი”-  ასე გამოხატა მადლიერება სტიპენდიისთვის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა მარიამ მჭედლიშვილმა და facebook-ზე თანხის ჩარიცხვის ფოტო გამოაქვეყნა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სტუდენტთა დახმარების პროგრამა ორი წელია მოქმედებს და სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებისთვის ფულად დახმარებას გულისხმობს.

მუნიციპალიტეტისგან ყოველთვიურ სტიპენდიას იღებენ შემდეგი კატეგორიის სტუდენტები:  1. ობოლი სტუდენტები და სტუდენტები მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან; 2. სტუდენტები იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან; 3. სტუდენტები სოცილურად დაუცველი (0-დან 70001 ქულამდე) ოჯახებიდან; 4. სტუდენტები მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი და მეტი შვილი); 5.სტუდენტები ოჯახებიდან, სადაც არის ორი ან მეტი სტუდენტი. სტიპენდიის მისაღებად ჩამოთვლილი კატეგორიების დაკმაყოფილების გარდა, აუცილებელია სტუდენტი სწავლობდეს სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში.

გასულ წელს აღნიშნული კუთხით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 121 000 ლარი დაიხარჯა და დახმარებით 202 სტუდენტმა ისარგებლა.


Share.

Leave A Reply