კომპანია RMG-ს გაფიცული თანამშრომლები ხელმძღვანელობის ულტიმატუმს არ ითვალისწინებენ

0

დაბა კაზრეთში საპროტესტო აქცია გრძელდება, მუშები უფლებების დაცვას ითხოვენ. როგორც RMG  გოლდისა და RMG კოპერის გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ ხელმძღვანელობა მხოლოდ იმ ადამიანებს სთავაზობს დაბრუნებას, ვინც გათავისუფლებულებს მხარში დაუდგა და სოლიდარობა გამოუცხადა.

„მუშა ხელი მოვითხოვთ აღადგინონ სამსახურში უკანონოდ გათავისუფლებულები. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციები გაგრძელდება. ჩვენს გვერდითაა  დაბის მოსახლეობა და ჭიათურის მაღაროს თანამშრომლები, ხვალ  შემოგვიერთდებიან სტუდენტებიც და სოლიდარობას გამოგვიცხადებენ“.- აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ Bolnisi.ge-სთან სატელეფონო საუბარში.

შეგახსენებთ, კომპანია RMG-ს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები ფართომაშტაბიან აქციებს მეოთხე დღეა მართავენ.

RMG-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და გაფიცულებს 24 საათიანი ვადა მისცა სამსახურში დასაბრუნებლად. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომუშავე პერსონალზე გაფიცული თანამშრომლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება, ამის დასტურად RMG-იმ ვიდეო ჩანაწერი გაავრცელა.


კომენტარები

კომენტარი

Share.

Comments are closed.