თარიღი

გამოკითხვა

როგორ აფასებთ bolnisi.ge -ს მუშაობას?

შედეგების ნახვა

Loading ... Loading ...

ვალუტის კურსი

ამინდი

mun2 პოპულარული სტატიები

კომპანია RMG-ის ხელმძღვანელობისა და გაფიცული თანამშრომლების შეხვედრა ხვალ გაიმართება

ცოტახნის წინ დასრულდა შეხვედრა კომპანია RMG-ის წარმომადგენლებსა და საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელობას შორის. შეხვედრაზე მოლაპარაკების დაწყების ტექნიკურ დეტალებზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე განვიხილეთ საორგანიზაციო საკითხები. შევთანხმდით, რომ შეხვედრა ხვალ, 20 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში შედგება, რომელსაც ჩვენი მხრიდან 6 კაციანი ჯგუფი დაესწრება. ჯგუფში იქნება წარმოდგენილი პროფკავშირებიდან თამაზ დოლაბერიძე და დანარჩენი 5 კაცი არჩეული იქნება აქციის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით. ასევე დავაყენეთ საკითხი, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს სახელმწიფოს წარმომადგენელი, რაზეც მივმართავთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. ” -განაცხადა bolnisi.ge-სთან სატელეფონო საუბარში საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს კომპანია RMG-იმ სპეციალური განცხადება გაავრცელა მედიის საშუალებით და გაფიცულებს დიალოგისკენ მოუწოდა.

„ამას ველოდით მთელი ეს დღეები, აუცილებლად მივალთ”- აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი RMG კოპერის, კარიერის პროფკავშირების თავმჯდომარე ცირა მენთეშაშვილი.

მიუხედავად დიალოგზე შეთანხმებისა, აქცია ხვალ დილიდან დაბა კაზრეთის ცენტრში კვლავ განახლდება და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, გაგრძელდება მანამ, სანამ კომპანიასთან გარკვეულ შეთანხმებებს არ მიაღწევენ.

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.